პორტუგალიაში კორონავირუსის შემთხვევების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილს გაუქმდება.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც აუცილებელია რომ პრევენციული ზომები შევინარჩუნოთ. თუ საჭირო გახდება, საგანგებო მდგომარეობას თავიდან შემოვიღებ“,- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
პორტუგალიაში შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყო. ქვეყანაში გაიხსნა სკოლები, რესტორნები, კაფეები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში კორონავირუსით 834,991 ადამიანი დაინფიცირდა.










