„პორტუგალიის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა, ახალი შემთხვევების მატების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საწოლების რაოდენობა იწურება“,- ამის შესახებ პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა ტემიდომ განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„არსებობს ზღვარი და ჩვენ მასთან ძალიან ახლოს ვართ“,- აცხადებს ტემიდო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში კორონავირუსის 549 801 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 8 861 ადამიანი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 406 929-ს შეადგენს.











