საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქართულ რაგბიში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით ქართველ მორაგბეებს შეხვდება. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ქართული სარაგბო სამყაროს წარმომადგენლებმა გიორგი გახარიასთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ პოსტი 9-დღიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
ამას წინ უძღვოდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის გადადგომაც. გორგასლიძეს წასვლის შემდეგ კი კრიზისის აღმოსაფხვრელად 31 კლუბის მიერ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება.











