ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური რევანშისტული ძალის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში იმ დღეს აქციებზე 3 500-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული.
„ჩვენ ძირითად ღონისძიებას ველოდებოდით 17:00 და 18:00 საათზე. აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არ იყო არც მთავრობისა და არც ეკლესიის ინტერესებში. შესაბამისად, უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური რევანშისტული ძალის ინტერესებში და ასევე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც – მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა გახლეჩვა და ევროპული ფასეულობების არასწორი გზით ჩვენება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.











