ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის ასაშენებლად ინვესტორის შესარჩევად უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება, ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიწყებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, – გნაცხადა ღარიბაშვილმა.
ვიდეო ↓ მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს იწყებს











