fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრემიერი: ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა

14:28 აგვისტო 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო რვა თუ ცხრა წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იქნება  გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„პროფესიული სასწავლებლები უნდა შეიქმნას ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ  ჩვენმა ახალგაზრდებმა ადგილზე მიიღონ  სპეციალობა და ადგილზე დასაქმდნენ. ყველა ის პროგრამა, რაც მე ჩამოვთვალე, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება მოითხოვს კვალიფიციურ მუშახელს და სპეციალისტებს. ამისთვის, მთავრობა გეგმავს პროფესიული სასწავლებლების განვითარებას და აშენებას ყველა მუნიციპალიტეტში. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს და შემდეგ ისინი გადასცემენ ცოდნას ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ.

ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი. ბოლო წლებში ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქვეყნის მართვაზე. სწორედ ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო 8 თუ 9 წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში.  ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება უნდა შევიდეს ყველა რეგიონში, ქალაქში და ყველა ოჯახში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხალხი დაიღალა ომებით, დესტაბილიზაციით, მუდმივი არეულობით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ ყველამ ერთად. ვნახეთ თითქმის ყველაფერი, მათ შორის,  ყველანაირი ხელისუფალიც გამოვდეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება ხალხზე მზრუნველი მეურნე ხალხი და მმართველები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ. ასეთი კაცია ვახტანგ ბერიძე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე ფიქრობს და ზრუნავს. მერებმა უნდა იმუშაონ 24 საათის განმავლობაში, ადგილზე უნდა გადაუწყვიტონ ნებისმიერი პრობლემა თითოეულ მოქალაქეს, დროულად და ეფექტურად. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ეს ეხება ყველა მერს. ბატნ ვახტანგს მინდა საქებარი სიტყვები ვუთხრა, იმიტომ, რომ ამ კაცმა ეს მართლაც დაიმსახურა. ბოლო წლებში აჩვენა, რომ არის ღირსეული მერი და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით, გააგრძელებს საქმიანობას და 4 წელი კიდევ მოემსახურება თქვენს ინტერესებს. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა – ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, იცოდნენ, რა, რომ ბატონი ვახტანგის დამარცხება შეუძლებელი იყო, სხვა ვახტანგ ბერიძე მოიყვანეს ხაშურიდან აქ და დააყენეს ხულოში. წარმოიდგინეთ, რამხელა პოლიტიკურ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხულოს მოსახლეობის მოტყუება ასე ადვილი არ არის, ხულოში ცხოვრობს ბრძენი ხალხი და ამათ ვერავინ მოატყუებს, მათ შორის, ვერც ეს პოლიტიკური თაღლითები.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ყველამ ერთად , ცენტრალური მთავრობა იქნება ეს თუ ადგილობრივი, უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია