გიორგი გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.
მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მეცხრე დღისა. საკითხს კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ და შესაბამის დასკვნებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ.
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის.










