საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს ეხმაურება და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.
„გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. მან სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა. გიორგი ანწუხელიძე იყო ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება.
პატივს მივაგებ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას. სწორედ მისი გმირობისა და თავდადების მსგავსმა მაგალითებმა მოიყვანა დღემდე საქართველო“,- წერს პრემიერი.
ცნობისთვის, დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის ახმეტის რაიონში, სოფელ ქვემო ალვანში, 1984 წლის 18 აგვისტოს დაიბადა.











