fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრემიერის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

15:44 აგვისტო 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
914
ნახვა

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს“ სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები.

ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება კარანტინის პროექტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რაც დაუშვებელია, რადგან საკარანტინო სივრცეების პროექტი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის კუთხით. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა სწორედ საკარანტინო სივრცეებში გამოვლინდა.

გარდა ამისა, საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულია სასტუმროები, რაც ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირი ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სივრცეში დაფიქსირებულ მოსაზრებებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი უსაფრთხოების  სტანდარტების სრული დაცვით, მოაწყოს მედიატურები საქართველოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში, რაც მედიას მისცემს საშუალებას, უშუალოდ ადგილზე შეაფასოს არსებული სერვისები თუ პირობები და მოსახლეობას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს იმ დისკომფორტს, რაც ახლავს სავალდებულო საკარანტინო პირობების გავლას და მოქალაქეებს მიმართავს, გამოიჩინონ მაქსიმალური სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან როგორც საკუთარი ოჯახის წევრების, ისე – გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

ამასთან, კვლავ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება,  მათ შორის პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1321 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1088 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 7 597 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 249 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თეგები: გიორგი გახარიასაკოორდინაციო საბჭო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია