19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პირველი კომენტარი გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით მთავარი გამოძიების ჩატარება და დამნაშავის დასჯაა.
მისივე განცხადებით, თუკი სამართალდამცავმა ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა შეცდომა ან შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც უნდა დაიწყოს გამოძიება.
„პირველი აქ რა არის მთავარი – გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს, სასჯელის გარდაუვალობა ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს .
თუ ამის შემდგომ, გამოძების პროცესში რომელიმე სამართალდამცავმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა არ აქვს მნიშვნელობა, დაუშავა დარღვევა ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელზეც უნდა დაიწყოს სხვა გამოძიება, რომელმაც ეს უნდა დაადგინოს და ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი“, – განაცხადა პრემიერმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
სპეკულირება ტრაგედიით, ამორალურია – პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე











