„პარლამენტის ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესი დაისახონ და გამონახონ კომპრომისი“ – ამის შესახებ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მიმართულებების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრესასთან განაცხადა.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ აჩვენოს ინკლუზიური ლიდერობა. მინდა ხაზი გავუსვა, პრემიერ-მინისტრის აქ ყოფნის პარალელურად, რომ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რათა პროცესი წინ წავიდეს. ასევე საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება არ უწყობს ხელს დემოკრატიის მუშაობას და პოლიტიკურ პლურალიზმს.
პარლამენტის ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით. ყველა პარტიამ და პოლიტიკურმა აქტორმა საქართველოში არსებული სიტუაციის უფრო ფართო შედეგები უნდა გაითვალისწინოს, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესი დაისახონ და გამონახონ კომპრომისი.
სამწუხაროდ, შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ ის მყარად ერთგულებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას და პროგრესს. იგივე ქმედებებია საჭირო ოპოზიციის მხრიდანაც.
ქრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს, იმ საკითხების ფარგლებში, რაზეც ვისაუბრეთ და რასაკვირველია, როგორც არსებული სიტუაცია მოითხოვს, ორივე მხარის კომპრომისი იქნება საჭირო, რათა ყველა მხარისთვის მისაღები შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა











