საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქობულეთში ძალადობის მსხვერპლ 14 წლის გოგონას სუიციდს ეხმაურება.
„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ქობულეთში არასრულწლოვანმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მისი გაუპატიურების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მასზე ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია.











