fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრეზიდენტი: ჩვენი დღევანდელი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის ღირსეული მემკვიდრე

11:36 აპრილი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

“დღეს ქართული ჯარი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და ჩვენი დღევანდელი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის ღირსეული მემკვიდრე”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით,

„დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომლებიც მრავალი წელია მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები – ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს. ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები – მისი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, ეროვნული ღირსებისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის. ამიტომ საზღაურიც იყო დიდი – მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყველას ვალია, დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი.

„ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზეც, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს. ჩვენი ვალია სათანადოდ დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი, გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, არ მოვაკლოთ ზრუნვა და ყურადღება. წინ შესასრულებელი ამოცანებია, ჩვენი მთავარი და უცვლელი მიზნები – დეოკუპაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მათ შესასრულებლად საქართველოს სჭირდება უწყვეტი და ეფექტიანი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, წვრთნები, სწავლებები, უახლესი სამხედრო ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი პირადი შემადგენლობა და ჩვენ გვჯერა მათი მხარდაჭერის და ამისთვის მადლობელნი ვართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილიჯარი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

დეკემბერი 8, 2021
794
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

ნოემბერი 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

ოქტომბერი 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია