პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ დღეს გამოსცემს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცემს.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდებიან და პლენარულ სხდომას დაესწრებიან.











