“ ჩვენ ყველანი ვნახავთ, საქართველოს გამთლიანებას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულ გმირების პატივის მიგების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან დიდია.
“დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული , რომ პატივი ვცეთ, იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დადო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ესენი შედიან ძალიან დიდ რიგებში ქართველების, ვინც დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
ნახეთ: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – ნედ პრაისი
მე არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგან ეს არის ამავე დროს იმედის დღე , ჩვენი მომავლის იმედის დღე , რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მე მახსენდება წლების მანძილზე როგორ გვჯეროდა ძალიან ბევრს საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივე არის შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ამას ჩვენ რომ ვერ ვხედავთ დღეს დაზუსტებით არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე არის ამ გზის დაჯერების დღე. ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი, მთელს საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავის მხარდაჭერა, ასეთი მტკიცე არ ყოფილა.
რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება და ესეც არის საქართველოს ისტორია, რომელიც შედგება გამარჯვებებითა და დამარცხებებით, მაგრამ მიდის წინ ეს ქვეყანა, ამით არ დასრულდება, ჩვენ ყველანი ვნახავთ, თქვენ ჩემზე ახალგაზრდები ხართ, მაგრამ მეც ვნახავ საქართველოს გამთლიანებას და მინდა, რომ ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომლის თავდადება იყო იმედისთვის თავდადება “,- განაცხადა საომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.
გვახსოვდეს ჩვენი გმირები











