სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო.
ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.











