fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრეზიდენტი: პანდემიამ შეცვალა მსოფლიო, ჩვენც შეგვცვალა – მთავარია სასოწარკვეთილებას არ მივეცეთ, რამეთუ ყველაფერ ცუდს კარგი მოსდევს

23:55 დეკემბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
808
ნახვა

„2020 წელს ვემშვიდობებით. ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა აქ და ახლა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაშია აღნიშნული.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება.

“პანდემიამ შეცვალა მსოფლიო, შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა, შიში ჩაგვინერგა. პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა. მთავარია არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველაფერს ცუდს კარგი მოსდევს. პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს, მისი წარმომადგენლები – ეპიდემიოლოგები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები, ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი, მათ შორისაც დიდია მსხვერპლი, თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ გვყავს მსოფლიო დონის პროფესიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს. ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა კიდევაც. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა.

პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ იმით თუ როგორ თავდადებით და ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს. მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს, თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს. განათლების სფეროში, ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა, არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედავად აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვის ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა. გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა ფშაველას სახელობის კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები. პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეანტები, ერთად მივულოცოთ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს.

ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში ალექსანდრე შენგელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თეგები: ახალი წელისალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

პიროტექნიკით დაზიანებულ 4 მოზარდს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა

იანვარი 3, 2022
852
საზოგადოება

სად და როდის გაიმართება საახალწლო ღონისძიებები – ნახეთ განრიგი სრულად

დეკემბერი 23, 2021
921
საზოგადოება

კალაძე: შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება

დეკემბერი 9, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია