საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები სხვა შესაძლო მგზავრებს ეძებენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დაშავებულთა, ან გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.











