„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, პრეზიდენტის მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი.
„თუ ასე იქნება მოვაწერ“, „თუ არ იქნება არ მოვაწერ” რას ნიშნავს? უცნაური განცხადებებია, ულტიმატუმს კი არ უნდა აყენებდეს სალომე ზურაბიშვილი, არამედ თავისი გადაწყვეტილებით ხელს უწყობდეს თუნდაც ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში. ულტიმატუმების დაყენება არ მგონია ზოგადად სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან”,-აცხადებს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარია არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა.











