fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრეზიდენტმა ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დააწესა

19:40 აპრილი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს, გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით, დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის, რომელიც გაიცემა იუსენკო-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს“, –  ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ვარ თქვენ გვერდით ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.

დღეიდან, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. პირველ რიგში, ვულოცავ თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას. მინდა მივულოცო წიგნის ყველა მოყვარულს.

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი უჩნდება, იუნესკო-ს ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს, წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას, აქაურს თუ უცხოელ სტუმარს.

ერთი წლით, სხვადასხვა ფორმატში, საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო საწყისებზე უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი და ახალი შესაძლებლობები გავუჩინოთ ავტორებს, როგორც გამომცემლებს, მწერლებს, როგორც მკითხველებს: უნდა შევქმნათ ახალი პროექტები და გზა ახალ ინიციატივებს გავუხსნათ.

საქართველო თავისი 16-საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმანსპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან. იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო.

რადგანაც ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას: ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, დღეს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს.

თეგები: პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

დეკემბერი 8, 2021
793
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

ნოემბერი 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

ოქტომბერი 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია