საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო ქორეოგრაფის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა. სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს ქართული ბალეტის განვითარებაში.
„ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძეს ვაჯილდოვებ საქართველოს დიდ პატრიოტსა და დიდ ხელოვანს!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა, რომელსაც გიორგი ალექსიძის ქალიშვილი მარიამ ალექსიძე ხელმძღვანელობს, წარმოადგინა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით დადგმული ბალეტი „დოვინ დოვენ დოვი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გოგი ალექსიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.











