საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის საერთაშორიოს უნივერსიტეტის გახსნას ესწრება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროზე სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორიც იყო თავის დროზე სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დაიბადება დამოუკიდებელი საქართველო. საქართველო, დღეს და ახლა აქ იბადება ახალი საქართველო. მადლობა მინდა მოვახსენო ივანიშვილების ოჯახს, „ქართუ ფონდს“, მადლობა ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმეში,
ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს შენაძენს. დაე ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უმაღლესი სასწავლებლის გახსნაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მინისტრთა კაბინეტის პირველი პირები ესწრებიან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და წელს მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი.
ავტორი: კესო მოლაშხია











