fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:42 ივნისი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადეაში „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზეა საუბარი.

უწყების ცნობით, აღნიშნული სიუჟეტი საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს.

„გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში ბოლო 3 წლის განმავლობაში გადმოგზავნილ, როგორც ჟურნალისტი განმარტავს, გამზადებულ და გამოძიებულ 95 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი თითქოს მხოლოდ 4 საქმეზე დადგა, ასევე, თითქოს უწყება კონკრეტულ საქმეებზე სხვადასხვა მიზეზით გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს ან სათანადოდ არ რეაგირებს, არის ტელეკომპანიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელებული კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში გადმოგზავნილი ანგარიშები, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, საჭიროებს დამატებით შესწავლას გამოძიების ფარგლებში. პროკურატურა ყველა ამგვარ შემთხვევაში ატარებს სრულ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას, რაც მიმდინარეობს გონივრულ ვადებში და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, ხდება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.

საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე, „საჯარო ინფორმაციაში“ გამოქვეყნებულია ინფორმაცია 2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ, სადაც მკაფიოდ არის მითითებული შედეგები და რეალური ციფრები, რომლითაც შეეძლო ტელევიზიას ეხელმძღვანელა, თუმცა, ტელეკომპანიის მიერ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად ტირაჟირება ისევ და ისევ უწყების მიმართ ცილისმწამებლური პიარკამპანიის კიდევ ერთი მცდელობაა.

უწყების ვებგვერდზე მითითებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში 2018-2021 წლების განმავლობაში 106 აუდიტის ანგარიში გადმოიგზავნა, რის საფუძველზეც გამოძიება – 91 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ 50 პირის, მათ შორის 23 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო, კერძოდ, ისეთი რანგის მოხელეების მიმართ, როგორიც არის – ქალაქის მერი, ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე, მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ა.შ.

ასევე, 2018-2021 წლებში, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 43 პირის მიმართ და არა 4 პირის მიმართ, როგორც ამას გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ იუწყება. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების საფუძველზე, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, 2018-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი 850 000 ლარი აუნაზღაურდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გადაცემის ეთერში გასვლამდე სიუჟეტის ავტორს მივაწოდეთ უწყების ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაცია და მზაობა გამოვთქვით დამატებით კითხვებზე გვეპასუხა მათი არსებობის შემთხვევაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ავტორს არც უცდია სიუჟეტისთვის მომზადებული ციფრების და ფაქტების დამატებით ჩვენთან გადამოწმება, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას და ინფორმაციის ცალმხრივად და სუბიექტურად გაშუქების მოტივაციას.

განცხადებას თან ვურთავთ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე ატვირთულ დეტალურ ინფორმაციას 2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ზოგიერთ მიკერძოებულ მედიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როგორც ჩანს რეალური შედეგები და ციფრები მათ არ აინტერესებთ.

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობის შესუსტების მორიგ მცდელობას და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: განცხადებაპროკურატურა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 25, 2021
792
სამართალი

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სექტემბერი 14, 2021
760
მთავარი ამბავი

შანაე ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 

სექტემბერი 10, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია