fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გაგრძელდება

09:50 თებერვალი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

“პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა 15 მარტიდან მიეცემათ. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, სწავლების ფორმატთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლების არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ”, –  ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-ლი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცემათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, სწავლების ფორმატთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლების არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რესურსითა და ინვენტარით. დაწესებულებების ადმინისტრაცია, პროფესიულ მასწავლებელთა კორპუსი და პროფესიული სტუდენტები სრულ მზადყოფნაში არიან, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ოპერირების გამოცდილება, ვინაიდან შემოდგომაზე დაწესებულებებში სწავლება პირისპირ ფორმატში მიმდინარეობდა, შესაბამისად, ისინი კარგად არიან მომზადებული არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

1-ლი მარტიდან პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აქტიური მზადება მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო განრიგებისა და ადმინისტრაციული სერვისების შემუშავებაზე, რათა მობილობის მაქსიმალურად შესამცირებლად მოხდეს სტუდენტთა ნაკადების ეფექტური მართვა და პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკულ სამუშაო გარემოში შეძლონ სასწავლო პროცესის განახლება.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან ერთად სამინისტრო დაიწყებს მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესს, რათა თავად დარწმუნდეს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა არსებული ნორმის გათვალისწინებით.

ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებზეც გაიმართა მსჯელობა. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში რეფორმის ფარგლებში სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა და ამ ეტაპზე, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვისა და ამოქმედების პროცესი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: კოლეჯისამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო

მარტი 16, 2021
984
რეგიონები

მარნეულში პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზა აშენდა

იანვარი 5, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია