პროტესტის 141-ე ღამეს რიონის ხეობის მკვიდრები ქუთაისში ათევენ. „კომენდანტის საათის“ მიუხედავად, ხეობის მკვიდრები და მათი მხარდამჭერები ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ დილით ადრე სოფელ ნამახვანში მშენებლობის ადგილს ნახავენ.
„იმედია, ხელი არ წაუცდებათ და სამშენებლო სამუშაოები გაჩერებული იქნება. წინ გადავუდგებით ტრაქტორს, რომელიც ჩვენთვის ტაქნკია“, – ამბობს ხეობის მკვიდრი ვარლამ გოლეთიანი.
რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია დღეს ქუთაისში გაიმართა. მათ მხარდაჭერა მთელი საქართველოდან გამოუცხადეს.
ავტორი: კესო მოლაშხია










