“დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, რომელშიც მხარეების მთავარი მოთხოვნები აისახება”,- ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავამ განაცხადა.
„არსებული დოკუმენტის ფარგლებში რომ არ იყოს გაურკვევლობები და შემდეგ, კიდევ მომდევნო სამი თვე, საზოგადოება რომ არ დავღალოთ იმით, რომ მე ეს ვიგულისხმე და შენ ეს არ გიგულისხმია, დეტალიზაციაა საჭრო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, რომელშიც მხარეების მთავარი მოთხოვნები აისახება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.










