ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდის მიუხედავად საქართველოში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ „ღამის კურიერში“ ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენ გაძვირებას არ ველოდებით, რადგან პურის წარმოებასთან დაკავშირებით სრულად დავფარავთ ამ გაძვირების მნიშვნელოვან ნაწილს. ამავდროულად გავიხსენოთ, რომ ბიუჯეტში, რომელიც დღეს პარლამენტში წარვადგინეთ, არის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ყველაზე მსხვილ და ძირითად პურის ქარხნებს უსუბსიდირებდა პურის არა ელექტროენერგიის გაძვირებით გამოწვეულ გაძვირებას, არამედ იმას, რომ მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასმა მოიმატა“, – განაცხადა მინისტრმა.











