რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჩინეთმა მსოფლიოს აჩვენა, რომ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლა შესაძლებელია.
„ჩინეთი პირველი დაუპირისპირდა ამ საფრთხეს, კორონავირუსის პანდემიას და შემდეგ მსოფლიოს აჩვენა, რომ ამ საფრთხესთან წარმატებული ბრძოლა შესაძლებელია. ამ ბრძოლის შედეგი სხვებისთვის კარგი და ნათელი მაგალითია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.











