რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტს 3-4 დღეში ერთხელ იტარებს და ყოველ ჯერზე შედეგი უარყოფითია – ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რასია 1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთულია, რასთანაც მას გამკლავება მოუწია.
მისი განცხადებით, ეს ყველაფერი ეკონომიკაზე აისახა, თუმცა იმედოვნებს, რომ ინფლაციის დონეს 4 პროცენტზე შეინარჩუნებენ.











