რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ან ამერიკის სხვა შიდა საქმეებში არ ჩარეულან.
ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის კითხვაზე -რატომ ამჯერად არ დაეხმარნენ რუსი ჰაკერები ტრამპს არჩევაში, პასუხისას განაცხადა. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
„რატომ ამჯერად არ დაეხმარნენ რუსი ჰაკერები ტრამპს არჩევაში? ეს თქვენი მხრიდან კითხვა არ არის, ეს პროვოკაციაა. ეს მიზნად ისახავს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაფუჭებას. რუსი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ან ამერიკის სხვა შიდა საქმეებში არ ჩარეულან“,- განაცხადა პუტინმა.











