fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პუტინი თვალს ხუჭავს, კადიროვი მას იყენებს – ნიკა ჩიტაძე

15:23 ივნისი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უარყოფს, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა და აღნიშნავს, რომ მისგან მიღებულ დავალებები ყოველთვის სრულდება.

ამის არ სჯერათ საქართველოში – პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „პრაიმტაიმთან“ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასა და კადიროვის გეგმებზე რამდენიმე ვერსიას აჟღერებს.

„რამზან კადიროვზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მან შეუკვეთა ბორის ნემცოვის და ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, არ არის გამორიცხული, რომ მას გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაც ჰქონოდა. თუმცა, ამის ზუსტი მტკიცებულება არ გვაქვს. ერთი მხრივ, ის ასრულებს პუტინის დავალებას და გამოდის, რომ პუტინი ხელს იბანს და გახმაურებული მკვლელობები შესაძლოა, მიეწეროს კადიროვს.

გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, გახსოვთ პუტინმა როგორი ტაქტიკაც აირჩია – თავად მუქარები არ გააჟღერა, სრული იგნორირება გაუკეთა. განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს, რადგან ამ ჟურნალისტს არავინ იცნობდა და ახლა მისი ლანძღვა-გინებით სახელი გაითქვა. სამაგიეროდ, საქართველოს ისტორია დაამახინჯა აფხაზეთზე და ცხინვალზე საუბრის დროს“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

 

დავაკავეთ შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე! – სუსის პირველი კომენტარი გაბუნიას საქმეზე

პოლიტოლოგის განმარტებით, არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის თანახმად, შესაძლოა, ჩეჩნეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს გონივრულად იყენებდეს და ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაცია არა პუტინის დავალებით, არამედ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა.

„კადიროვმა მოაწყო სამხედრო აღლუმი, ჩეჩნეთის ემბლემით გამოიყვანა ჯარი, ამ შემთხვევაში, თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების კონპეტენციას, თან შარიათის კანონები მოქმედებს ჩეჩნეთში, რეალურად პუტინი კადიროვის ქმედებებზე თვალს ხუჭავს. კადიროვიც დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, შესაძლოა, გაბუნიას ლიკვიდაციის გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მიიღო,ის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ლიდერია.

ეს ვერსია დასაშვებია, რადგან ჩეჩნეთის ბიუჯეტის 95% ფორმირდება ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხებით და ამავე დროს, კადიროვს ჰყავს გაცილებით უფრო ძლიერი არმია, ვიდრე ჰყავდა ჯოხარ დუდაევს, როდესაც ჩეჩნეთი დე ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

მეორე ვერსიით, შესაძლოა ეს შეთანხმების ნაწილი იყოს – „მე პოლიტიკურ ოპონენტებს მოგაშორებ, შენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჩემი მმართველობის მიმართ ლოიალური იყავი “.

არსებობს მესამე ვერსიაც, შესაძლოა, საქართველოს სურდა იმის დემონსტრირება, რომ ის იცავს მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების სიცოცხლეს და ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. ამით სუს-მა  ქულები დაიწერა და გამოავლინა დამნაშავე. თუმცა, ეს ვერსია ყველაზე ნაკლებად იმსახურებს არსებობის უფლებას“, – ამბობს პოლიტოლოგი.

შეგახსენებთ, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.

მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

თეგები: ვლადიმერ პუტინირამზან კადიროვი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

დეკემბერი 9, 2021
875
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

დეკემბერი 8, 2021
839
მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ

დეკემბერი 7, 2021
799

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია