fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„პუტინის და კიმ ჩენ ინის ქორწილიც, რომ აჩვენოთ, თქვენს ტელევიზიებს მაინც არ ჩავრთავ” – ამირან სალუქვაძე

16:14 მარტი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
825
ნახვა

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელის საშუალებით, ფარული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ სისულელების მოსმენას დრო არ უნდა დავუთმოთ.

„სულაც რომ პუტინის და კიმ ჩენ ინის ქორწინება აჩვენოთ ექსკლუზიურად, თქვენს ტელევიზიებს მაინც არ ჩავრთავ.

გორსალები დააგოიმეთ, ან გოიმები დააგორსალეთ…

ააგდებენ რაღაც ბოდვას. მიასკდება ყველა, ოპოზიციის მომხრეებიც, ხელისუფლების მხარდამჭერებიც, შუაშისტებიც, ცენტრისტებიც, მარსისტებიც, უცხოპლანეტელებიც…

მერე დამფინანსებლებს წარუდგენენ ფეისბუკის “ლაივებს” და კმაყოფილები არიან.

როგორ ცდილობთ რეიტინგიდან ამოხტომას. არადა, იმედს მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე შემდეგ 3-4 ტელევიზიას ჯამურად. მიზეზებს არ აანალიზებთ, ისევ იმავე მეთოდებით ცდილობთ. ვერ ხვდებით, რომ არ იღებს საზოგადოება. პირიქით.

პოლიტიკურ შედეგებსაც მაგ სიცრუეებით რომ ვერ აღწევთ, ხომ ხედავთ? ეს არჩევნებმაც დაადასტურა. ქართულ ოცნებას 48% აქვს, დანარჩენ, ბარიერგადალახულ 8 პარტიას, ჯამში 45% (დანარჩენი პროცენტები ბარიერგადაულახავი 40 პარტია და გაბათილებული ბიულეტენებია).

ერთადერთი, რასაც აღწევთ, დამფინანსებლებს აბოლებთ. ამასაც თუ არ გააკეთებთ, დარჩებით დაფინანსების და სამუშაოს გარეშე. რავარი დასაკარგია წამყვანი “ფეისების” მრავალათეულათასიანი ხელფასები?

დამფინანსებლებსაც რომ ჭკუა არ აქვთ?! 8 წელია ამ ტელევიზიების შენახვაში ასეულობით მილიონი (დათვალეთ, ვისაც არ გჯერათ) დოლარი ჰაერში გაისროლეს. ლარებში, ალბათ, მილიარდს დიდი ხანია გასცდნენ.

არ ინტერესდებით საიდან და თან მორალსაც კითხულობთ. თუმცა, კარგად იცით საიდან…
ეუთო ოდირმაც დასვა წერტილი. უკვე ტოტალურ გაყალბებაზე ვეღარ საუბრობენ და ტოტალურ მოსყიდვაზე აქვთ აქცენტი.

ჯერ ერთი, მოსყიდვა არაა გაყალბება. თუმცა დიდი მავნებლობაა და აღმოსაფხვრელია. მეორე, ოპოზიციამ რამდენი დახარჯეთ მოსყიდვაზე? რა გაქვთ სათქმელი ან ახლანდელ, ან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე?

ჰოდა, შედით პარლამენტში და ერთად გამოასწორეთ.

ქართული ოცნების ბრალი რომაა ამდენ სიძულვილს და სიცრუეებს რომ ბედავთ. დააანონსა ერთმა ექს-ჩინოვნიკმა, ბრიუსელში 9 წლის გამოფენას მოგვიწყობენო. თავად გიწვევენ და თქვენც მოუწყვეთ.

შარლ მიშელი წასული არ იყო, მეორე დღეს მონები გეძახეს. მერე ვითომ ტაქტიკა შეცვალეს და ახლა მანქანებიდან გისიგნალებენ, ტელევიზოებით ე.წ. ფარულ ჩანაწერებს გიმონტაჟებენ და ესაა მოლაპარაკებების, დიალოგის რეჟიმი? მიაწოდეთ დღევანდელი ანონსი მიშელს, სხვა დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც აქტიურობენ.

ხელიაუფლებას მოგმართავთ, თქვენ ხართ საზოგადოების დამშვიდებაზე და საერთოდ ყველაფერზე პასუხისმგებლები. თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ჰოდა, თუ ხართ ხელისუფლება, დაამშვიდეთ საზოგადოება. ამ სანაგვის ქექვის და სიძულვილის მოსმენის გარდა, სხვა საქმეებიც გვაქვს.

ბევრჯერ დავწერე და გიმეორებთ – გავიდა ერთი ცხოვრება! ჩვენმა შვილებმაც ამ სანაგვეში უნდა იცხოვრონ?

ცნობისმოყვარეები კი, მორიგი ფშიკისთვის, მიასკდით ტელეეკრანებს!” – წერს სამხედრო ექსპერტი.

ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერს გამოაქვეყნებენ.

თეგები: ამირან სალუქვაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! – ამირან სალუქვაძე ჟურნალისტ დანიელ ჰამილტონს

აგვისტო 5, 2021
785
პოლიტიკა

სალუქვაძე: ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს არის სცენარი – პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები

ივლისი 6, 2021
777
პოლიტიკა

რა მჩატეა ეს აღმაშენებლის სახელის მიმთვისებელი, ანერვიულდა მილიონი ვაქცინის შემოტანის და 3 მილიონზე მეტის დაკონტრაქტების გამო – ამირან სალუქვაძე

ივლისი 3, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია