რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციის შესასვლელში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო გვირაბი მოაწყვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Ria.ru ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზიდენციის ყველა ვიზიტორისთვის სადეზინფექციო გვირაბის გავლა აუცილებელია. გვირაბში გასვლის დროს სტუმრების ტანსაცმელი, სხეულის ღია ნაწილები სადეზინფექციო სითხით დაიფარება.
ცნობისთვის, აპრილში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ყველას, ვისაც ვლადიმერ პუტინი ხვდება, კორონავირუსზე ტესტი უტარდება.
В резиденции Путина для защиты от коронавируса установили специальный туннель. Он предназначен для дезинфекцииhttps://t.co/jjwWbuZ2EX pic.twitter.com/h62KWARvsr
— РИА Новости (@rianru) June 16, 2020











