რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს კოვიდის ვაქცინის ერთობლივი წარმოების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა პროფილურ სტრუქტურებს შორის კონტაქტი გაგრძელდება.











