რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილა.
„მხარეებმა სომხეთში შექმნილი ვითარება განიხილეს. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროა წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნება და ვითარების კანონის ფარგლებში დარეგულირება. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.











