რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ღია ცის“ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას გულისხმობს. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივ საკითხთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა შეთანხმებიდან გასვლის პროცესი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. 19 მაისს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ღია ცის შეთანხმებიდან“ ქვეყნის გასვლის შესახებ.
2 ივნისს კი კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის საბჭომ.












