რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მომავალი კვირიდან დაწყების განკარგულება გასცა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მომავალ კვირას ფართომასშტაბიან ვაქცინაციას დაიწყებთ. მოდით, უკვე დავიწყოთ მუშაობა“, – მიმართა პუტინმა ვიცე პრემიერ ტატიანა გოლიკოვას.
მისი თქმით, რუსეთი უახლოეს დღეებში ვაქცინის 2 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა ირწმუნება, რომ „სპუტნიკ V“-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმა შედეგმა პრეპარატის 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა.











