რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრის დროს მთიან ყარაბაღში გამწვავებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
„რუსეთის მხარის მიერ სერიოზული შეშფოთება გამოითქვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკებების განახლების გამო.
აღინიშნა, რომ ამჟამად მნიშვნელოვანია მიღებულ იქნას ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაცია, ხოლო მთავარია, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა“, – ნათქვამია კრემლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა.
მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.











