ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების გარდა პოლიტიკაში არსებობს ე.წ. ოპოზიციაც, რომელსაც, რა თქმა უნდა, ადამიანის გარდაცვალებით უნდა ქვეყნის დაზიანება, ისინი ყოველთვის შეეცდებიან, რომ მათი პოლიტიკა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული, თუმცა ყველანაირი დესტრუქცია იქნება აღკვეთილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.











