ქალბატონ თეას ჩვენი გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, თეა წულუკიანი ძალიან პრინციპული მენეჯერია.
„ჩემი კოლეგები და თანაგუნდელები სიამოვნებით მხარდაჭერას გამოვხატავთ. დაველოდოთ მოვლენებს, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. შესაბამის დროს ამის დასახელება მოხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ქალბატონ თეას ჩვენი გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნება. ვინაიდან მან განვლილ რვა წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან პრინციპული, კვალიფიციური მენეჯერი,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნოს.











