ოზურგეთში, ინფიცირებული პედაგოგი წესების დარღვევითვის დააჯარიმეს. აღნიშნულ ფაქტს გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია ადასტურებს. მისი თქმით, ქალბატონი სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს.
„გიდასტურებთ, რომ პედაგოგი დაჯარიმდა წესების დარღვევისთვის. ქალბატონი დადიოდა ქალაქში. სასწრაფო წესით გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში”, – გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის გურიაში კორონავირუსის 96 დადასტურებული შემთხვევაა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











