fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ქალზე ძალადობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის ოჯახის წევრი დააკავეს

18:20 ივლისი 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.

„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად მუხიანის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

ხაბულიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანის დისშვილია.

საქმე ეხება მუხიანში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თამარ ბახსოლიანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბახსოლიანის მეუღლეს მუხიანში უბნის სასურსათო მარკეტი აქვს, თავად კი გამყიდველად მუშაობს.

როგორც თავად ყვება, დაახლოებით 24:00 საათზე მაღაზიაში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი, რომელმაც უთხრა, რომ ლუდი ნისიად მიეცა. ქალმა ხაბულიანი უარით გაისტუმრა და მოსთხოვა, მარკეტი დაეტოვებინა.

მალევე საქმეში გამყიდველი ქალის მეუღლე, მარკეტის მეპატრონე ჩაერთო, რომელსაც, დაზარალებული ქალის ინფორმაციით, ხაბულიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი ადგილზე რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც თამარ ბახსოლიანი ყვება, სწორედ ამ დროს მას ხაბულიანმა სახეში გაშლილი ხელი ძლიერად ჩაარტყა.

დაკავებამდე „პრაიმტაიმნიუსს“ თავად ბერდია ხაბულიანს ესაუბრა, რომელმაც ქალზე ძალადობა კატეგორიულად უარყო.

ბერდია ხაბულიანი:

-სახელიც არ ვიცი იმ ქალის. მოგცემთ ნომერს იქ ვინებიც იყვნენ, დაურეკეთ და გეტყვიან, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

-პოლიცია რატომ გამოიძახა აბა?

-არ ვიცი, მე წამოვედი ეგრევე და მერე რა მოხდა ვერ გეტყვი. იმ ქალმა რაღაც შეურაცხყოფები მომაყენა, ვუთხარი – ქალბატონი ხართ, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთთქო და წამოვედი. ქალზე ცხოვრებაში ხელი არ ამიწევია და არც ავწევ.

-მისი ინფორმაციით, ლუდის ნისიად აღება გსურდათ, რაზეც უარი გითხრათ და ამას მოჰყვა თქვენი გაღიზიანება…

– პირველად ნამდვილად გვინდოდა ლუდის აღება.

-თუ არ იცნობთ, სახელიც თუ არ იცით ამ ქალის, ნისიად როგორ მოგცემდათ ლუდს?

-არა, ასე არ ვიცნობ თორემ, ჩვეულებრივ დანახვით და მისალმებით ვიცნობ. სხვა შეხება არ მქონია არასდროს. უბანში, მეზობლად არის მაღაზია, მანქანა არ გვყავდა და გვეზარებოდა ჩასვლა ქვევით, ამიტომ ვთხოვე ნისიად მოეცა და ხვალ ჩამოგიტანთქო.

 

თეგები: დაკავება

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გენერალი გიორგი კალანდაძე დააკავეს

დეკემბერი 19, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 13 პირი

ნოემბერი 22, 2021
780
სამართალი

თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ნოემბერი 16, 2021
813

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია