ვერ წარმომიდგენია თავს თვლიდე პოლიტიკოსად, ოპოზიციონერად და თავდაცვის მინისტრთან არ გქონდეს შეკითხვები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულს სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს ზიანი მიაყენოს და ეროვნული სულისკვეთების განცდა წაშალოს და გააუფერულოს. მათი დარბაზში არ ყოფნის მიზეზი კი ნუკრი ქანთარიას განცხადებით არის ის, რომ მათ არ სურთ თავიანთი მომხრეების თვალში კიდევ ერთხელ გაბითურდნენ.
მისივე თქმით, თამამად შიძლება ითქვას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა საიმედო ხელშია, რაც მინისტრის და მისი გუნდის დამსახურებაა.
„მე მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს ეცდებით, რომ არ მოახდინოთ ომის პროვოცირება, მაგრამ თუ ეს მოხდა, იმისიც მჯერა, რომ თქვენ ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე, მჯერა იმის, რომ მტრის თვითმფრინავის დანახვაზე თვალი წითელი ხიდისკენ არ გაგექცევათ და მჯერა, რომ მაქსიმალურად შეეცდებით რომ ჯარი იყოს მუდმივად მზადყოფნაში ქვეყნის დასაცავად. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა საიმედო ხელშია. გისურვებთ თქვენ გუნდს წარმატებას“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.











