„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, პოლიტსაბჭოს წევრებმა მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი სამხარაძემ, რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.










