შეცდომაა მათი მხრიდან (ელჩების) – იმას აჩვენებს რომ ქართულ საზოგადოებას პატივს არ სცემენ და მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ღელავენ, – ამი შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ელჩების თხოვნით საზოგადოების ინფორმირება რომ ბრკოლდება მნიშვნელოვან საკითხზე ეს ელჩებზე, იმის გათვალისწინებით რომ თავად დემოკრატიულ ქვეყნებს წარმოადგენენ, კარგად არ აისახება. შეცდომაა მათი მხრიდან – იმას აჩვენებს რომ ქართულ საზოგადოებას პატივს არ სცემენ და მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ღელავენ.
ეგებ ოპოზიციამ მოახერხოს და მეტი პატივი გვცეს – უთხრან ელჩებს, რომ ეგრე არ გამოვა. ვასალები კი არ არიან,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.











