fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ევროპელი მედიატორების ჩართულობით მიღწეული შეთანხმების დარღვევის მცდელობებს – საბა ბუაძე

12:53 ივნისი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს:

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ევროპელი მედიატორების ჩართულობით მიღწეული შეთანხმების დარღვევის მცდელობებს. გუშინ, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის დეკემბერში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბოიკოტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს უწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსება. ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული პირდაპირ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას უკან უნდა გაეწვია აღნიშნული კანონპროექტი.

„ოცნების“ ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა ვენეციის კომისიის უპრეცედენტოდ მწვავე შეფასება, რომლის მიხედვითაც კანონპროექტში არსებული ცვლილებები შეფასდა როგორც „გადაჭარბებული, არაპროპორციული და მეტისმეტად აგრესიული”. შეთანხმების ხელმოწერიდან მოკლე პერიოდში „ქართული ოცნება“ უკვე მერამდენედ ცდილობს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების რევიზიას. ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლებლობას რათა არ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს ისედაც მწვავე პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა.

ამნისტიის კანონის მიზნის და შინაარსის დამახინჯების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩების საჯარო მიმართვის მიუხედავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ წევრების დანიშვნის გამართლების შემდეგ, მესამედ ხდება ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა, რაც პირდაპირ უთხრის ძირს ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას და საქართველოში სტაბილური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტების განხილვა და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

თეგები: საბა ბუაძექართული ოცნება

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება გაიმართება

ოქტომბერი 25, 2021
835
მთავარი ამბავი

„ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს

ოქტომბერი 9, 2021
772
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი NDI-ის და IRI-ის სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

სექტემბერი 30, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია