“ის, რაც საზოგადოებისთვის ისედაც კარგად ცნობილია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ შეთანხმდნენ და კომპრომისული ნაბიჯებით მიიღონ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და არა ვიწროპარტიული. ცხადია, პირველ რიგში ეს ეხება ოპოზიციას, რადგან ნათელია ასევე საზოგადოებისთვის, რომ მოლაპარაკების დასრულებისთანავე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდა მცირე კრიტიკისა, მათ ჰქონდათ მიმღებლობა ამ დოკუმენტის”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“იმის გამო, რომ ოპოზიცია ითხოვდა დამატებით ორი პუნქტის დართვას დოკუმენტზე, ხელმოწერა ვერ მოხერხდა. „ქართული ოცნება“ არის მზად მოლაპარაკებისთვის, რაციონალური წინადადებების განხილვისთვის. ყველა ის კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობითაა ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, გადაიდგა უკვე „ქართული ოცმების“ მხრიდან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია ყურს დაუგდებს იმ მოწოდებებს, რომელიც მოდის დასავლეთიდან, ყურს დაუდგებს ნატო-ს წარმომადგენლის ძალიან მკაფიო მოწოდებას და ხაზგასმას, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში ბოიკოტო ამდენ ხანს არ გრძელდება და აღასრულებენ მათ ვალდებულებას, რომელიც პირველ რიგში ამ პარტიებმა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აიღეს.










