პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას 10 სექტემბერს გამართავს.
პარტიამ ივლისში ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა.
„ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.










