fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას თუ გამოავლენს, უახლოეს მომავალში პროგრესი გვექნება – სალომე სამადაშვილი

12:39 მარტი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
877
ნახვა

იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას თუ გამოავლენს, უახლოეს მომავალში პროგრესი გვექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ამის საფუძველს მაძლევს პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო ამ პროცესში. ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ ჩვენ დღეს, როდესაც მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება შედეგის დადებას.

ანუ, თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რამე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოსწყინდებოდა მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება.

მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა პროცესში, ვიდრე არ მივალთ შედეგამდე. ხელისუფლება, ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში, მე ვფიქრობ, რომ ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს  ბრიუსელში ევროპული მხრიდან და ვნახოთ, შესაბამისად როგორ შეიცვლება, თუ არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ცხადია, რომ ორივე მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.

ჩვენ ამ ეტაპზე მედიაციის ძალიან მგრძნობიარე პროცესში დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებთ, საზოგადოებამ იცის ჩვენი პოზიცია, იცის, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის არის პოლიტპატიმრების თემაც და ვადამდელი არჩევნებიც, მაგრამ არა მხოლოდ, გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ზოგადად პოლიტიკური გარემოს შეცვლას, მათ შორის საარჩევნო გარემოს, ამიტომ ყველა ამ საკითხებზე კომპლექსურად მიდის მსჯელობა და მე იმედი მაქვს, რომ თუ „ქართული ოცნება“  შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, უახლოეს მომავალში  პროგრესი გვექნება“, – განაცხადა სამდაშვილმა.

თეგები: სალომე სამადაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი

დეკემბერი 30, 2021
779
პოლიტიკა

მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, არც ის გაგვიკვირდება, კალმები აეცალა მწერლებისგან, რატომ ერჩით “ლიტერას”? – სამადაშვილი წულუკიანს

დეკემბერი 3, 2021
808
პოლიტიკა

მომეჩვენა, რომ შარლ მიშელს აქვს განცდა, რომ არსებობს სივრცე ვითარების შესაცვლელად, სწორედ ამიტომ იყო თავშეკავებული – სამადაშვილი

ივლისი 30, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია