fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ქართული ოცნებამ“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატად შალვა კერესელიძე წარადგინა 

21:34 სექტემბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ დღეს მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ, საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„უკვე ორი წელია, ერთად ვმუშაობთ და ალბათ დამეთანხმებით, დუშეთში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით. ძალიან ბევრი, კარგი და წარმატებული საქმეები და პროექტები განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე. საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან რეგიონების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზუსტად აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი დუშეთში ცხოვრობს, მთაში თუ თბილისში. ყველას უნდა ჰქონდეს შექმნილი შესაბამისი პირობები და გარემო. სწორედ ეს დავისახეთ მიზნად და განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან რეგიონებში განათლების კუთხით გავამახვილეთ – რეაბილიტაცია ჩავუტარეთ პანსიონებს, ვაშენებთ ახალ სკოლებს. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც შარშან ჩვენ პრაქტიკულად ხუთი თვეში ორი ახალი მცირე ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ.

სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენ შევძელით მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და მე, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მთის კაცი, ძალიან დიდი ქომაგი და მხარდამჭერი ვარ მაღალმთიანი ხეობებისა და სოფლებისა.

ჩვენ ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, არც ბარი დაგვრჩა და დაგვრჩება უყურადღებოდ, აქაც იგივე მიდგომებია – განათლების სისტემის სრულყოფა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაუმჯობესება, ტურიზმის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროექტის და პროგრამების განხორციელებით. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა. რაც შეეხება ქალაქ დუშეთს. ეს არის ქალაქი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული, პირველი მეგობრობა, პირველი ურთიერთობა, პირველი განათლება, ყველაფერი ქალაქ დუშეთს უკავშირდება. ვინც დუშეთიდან ბრძანდებით ყველას კარგად მოგეხსენებათ და მიცნობთ რაოდენ დიდი პატივისცემა, სიყვარული და განსაკუთრებული მოკრძალება გამაჩნია თითოეული დუშელის და დუშეთის მიმართ.

ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქალაქი დუშეთი გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იმ ქალაქებს შორის, რომელიც საქართველოს რეგიონებში გვაქვს, თავისი განათლების ინფრასტრუქტურით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ტურიზმის ძალიან დიდი ფუნქციით და შესაძლებლობებით.

მჯერა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი ძმები, მეგობრები, ამომრჩევლები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს წინსვლას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს დავდებთ 31 ოქტომბერს და გავიმარჯვებთ ყველა ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!“- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

თეგები: ქართული ოცნებაშალვა კერესელიძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება გაიმართება

ოქტომბერი 25, 2021
835
მთავარი ამბავი

„ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს

ოქტომბერი 9, 2021
772
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი NDI-ის და IRI-ის სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

სექტემბერი 30, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია